კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
1127

ბოლო რამდენიმე კვირაა ციფრული ვალუტის ფასები სტაბილურად აჩვენებს ზრდის ტენდენციას.

ბიტკოინი

პარასკევს ბიტკოინზე ვაჭრობა 40,797 დოლარზე დაიხურა. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ბიტკოინმა 40.000 დოლარის ზღვარი დასძლია და ეს უკვე ცალსახად პოზიტიური ნიშანია.

კურსის ზრდის შემთხვევაში მოსალოდნელი დონე 50.000 დოლარია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინს ძლიერი წინააღმდეგობა 45.000 დოლარზე შეხვდება.

თუკი კრიპტოვალუტა 45.000 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდება მოსალოდნელი დონე 38.000 დოლარი იქნება.

თუმცა ანალიტიკოსები ამ ეტაპზე ვაჭრობას რეკომენდირებენ.

ეთერიუმი

ეთერიუმის ფასი 1000 დოლარის ნიშნულს ასცდა. ამჟამად, კრიპტოვალუტის კურსი 1270 დოლარს შეადგენს.

თუკი ალტკოინის კურსი გაიზრდება მოსალოდნელი დონე 2000 დოლარი იქნება.

თუმცა ანალიტიკოსები იმასაც პროგნოზირებენ, რომ შესაძლოა ეთერიუმის ფასი 1000-სა და 800 დოლარს შორის დაეცეს.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, კრიპტოვალუტა ზრდის ტენდენციას აჩვენებს და ვაჭრობის დაწყებაც მისაღებია.

რიპლი

ამ ეტაპზე რიპლის ფასი 0.32 დოლარს შეადგენს. ფასის კლების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ კურსმა 0.28 დოლარის ნიშნული დაიკავოს.

თუკი, ფასი შემცირდა ზრდის ტენდენციის პირველი ნიშანი იქნება, როდესაც კურსი 0.30 დოლარის ზღვარს დასძლევს.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რიპლის აქვს პოტენციალი, რომ 0.36 დოლარის დონეს მიუახლოვდეს.

ექსპერტები მოვაჭრეებს მოუწოდებენ, რომ ვაჭრობა დაიწყონ.

ბიტკოინ Cash-ი

ბიტკოინ Cash-ის ფასი 441 დოლარსა და 450 დოლარს შორის მოძრაობს. ამჟამად, კრიპტოვალუტის კურსი 447 დოლარს შეადგენს.

თუკი ალტკოინის ფასი გაიზრდება მოსალოდნელი დონე 515 დოლარი იქნება. ფასის შემცირების შემთხვევაში შესაძლოა, ბიტკოინ Cash-ის კურსი 370 დოლარამდე დაეცეს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ვაჭრობის დაწყებას ურჩევენ.

ლაიტკოინი

ამჟამად, ლაიტკოინის ფასი 175 დოლარია. ფასის ზრდის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ალტკოინის კურსი 180 დოლარამდე გაიზარდოს.

თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ანალიტიკოსების პროგნოზი არ გამართლდება მოსალოდნელი დონე 138 დოლარი იქნება.

თუმცა, თუ ალტკოინი ზრდის ტენდენციას აჩვენებს ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ფასმა შესაძლოა, 200 დოლარამდე გაზრდაც კი მოახერხოს.

ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის მომატებას დაელოდონ და ისე განახორციელონ ვაჭრობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი