მონღოლეთში კრიპტოვალუტით გადახდა უკვე შესაძლებელია

0
2078

მონღოლეთის უმსხვილესი მობილური ტელეკომის კავშირგაბმულობის ოპერატორი გახდა ქვეყანაში პირველი ლიცენზირებული სუბიექტი, რომელმაც ციფრული ვალუტა გამოსცა.

Mobicom-ის ციფრული ვალუტა სახელწოდებით “Candy”, ინვესტორებისთვის ხელმისაწვდომია. კომპანიამ მარეგულირებლისგან, რომელიც არის ქვეყნის ეროვნული ბანკი, ნებართვა უკვე მიიღო.

უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრალური ბანკის მიერ ციფრული ვალუტის რეგულაციის დამტკიცებიდან ხუთი თვის შემდეგ, Mobicom-მა ზოგადად კრიპტოვალუტის მიმართ ყველაზე დადებითი განწყობა გამოავლინა.

როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა ის ციფრულ ვალუტას მომავლის ეკონომიკაში ხედავს.

“მას შემდეგ, რაც ციფრული ვალუტების გამოშვება დაიწყო, ბანკომატები და ბარათები წარსულს ჩაბარდება”, – განაცხადა Mobicom-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

აპრილში, ცენტრალური ბანკის მიერ ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებული გეგმების თანახმად, რეგულაცია განსაზღვრავს, ვინ მიიღებს მონაწილეობას ციფრულ სავალუტო სისტემაში და რა ფორმით. აუცილებელია, რომ კომპანიამ მარეგულირებლისგან მიიღოს ნებართვა მომხმარებელთა მომსახურების შესახებ.

“Candy” უკვე არსებობს, როგორც მთლიანი ეკოსისტემა, რომელიც განკუთვნილია მონღოლეთის მოქალაქეებისთვის. მათ უკვე შეუძლიათ სხვადასხვა მომსახურეობისთვის ციფრული ვალუტით გადაიხადონ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი