ჰაკერული დაჯგუფება Nvidia-დან მოპარულ ინფორმაციას ჰყიდის

0
984

ჰაკერული ჯგუფი, რომელმაც Nvidia-ს სერვერებზე გასულ თვეში თავდასხმა განახორციელა, ახლა ცდილობს მოპარული პროგრამული უზრუნველყოფის გაყიდვას, რომელსაც შეუძლია განბლოკოს კრიპტო მაინინგის ჰეშის სიჩქარის შეზღუდვები.

აღნიშნულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას სამხრეთ ამერიკული ჰაკერული ჯგუფი სახელწოდებით LAPSUS$ იღებს. მათ Nvidia-ს სერვერებიდან ტერაბაიტის მოცულობის ინფორმაცია მოიპარეს.

ჰაკერულმა ჯგუფმა დაამუშავა აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფა და შემდეგ გასაყიდად გამოიტანა. მას შეუძლია განბლოკოს ლიმიტები, რომლებიც კომპანიამ დააყენა მაღალი დონის გრაფიკულ ბარათებზე.

კრიპტო ბარათებზე ჰეშის სიჩქარის ბლოკის მოხსნის პროგრამასთან ერთად, მათ სხვა სახის პირადი ინფორმაციაც მოიპარეს. თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ Nvidia-ს RTX 3000 სერიის გრაფიკულ ბარათებზე ლიმიტების გვერდის ავლის საშუალების შესახებ გახდა ცნობილი.

კომპანიამ ბარათების ბლოკირების სისტემა ეთერუმის მინინგისათვის შექმნა. ჰაკერული ჯგუფი Nvidia-ს აშანტაჟებს და სთხოვს აღნიშნული RTX 3000 სერიის ყველა ბარათიდან მოხსნას ლიმიტი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი