Kraken: ბიტკოინის კურსი 50%-დან და 200%-მდე გაიზრდება

0
1279

ივლისის ბოლოს ბიტკოინის ბაზრის ცვლილების შემდეგ კრიპტოვალუტის ბირჟა Kraken-ის არაერთი წარმომადგენელი პროგნოზირებდა კრიპტოვალუტის ფასის მკვეთრ მატებას.

Kraken-ის წარმომადგენელმა, დენ ჰელდიმ განაცხადა, რომ მას სჯერა ბიტკოინის წარმატებისა. მისი თქმით, აქამდეც შეეძლო კრიპტოვალუტას ექვსნიშნა ფასი ჰქონოდა.

დენ ჰელდი მედიასთვის მიცემულ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში აღნიშნავს, რომ საბოლოოდ ბიტკოინის ფასი გაიზრდება და ის 1.000.000 აშშ დოლარს მიაღწევს.

დაახლოებით ერთი თვის წინ Kraken-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯესი ფოუელმა Bloomberg-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ბიტკოინი გრძელვადიან პერიოდში ოქროზე მეტად ღირებული აქტივი გახდება.

მისი თქმით, ბიტკოინი გახდება ისეთივე გამოყენებადი ვალუტა, როგორც აშშ დოლარია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბირჟამ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, უახლოეს თვეებში ბიტკოინის ფასი 50%-დან და 200%-მდე გაიზრდება.

ამ ეტაპზე კი ბიტკოინის კურსი 11.580 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი