მედიასთან საუბრის დროს Twitter–ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა, ჯეკ დორსიმ, ბიტკოინის white paper-ს პოეზია უწოდა.
”ვფიქრობ, ბიტკოინის white paper-ი ბოლო 20 ან 30 წლის განმავლობაში კომპიუტერული მეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა,” – აღნიშნა საუბრის დროს ჯეკ დორსიმ.
უნდა აღინიშნოს, რომ Twitter–ის აღმასრულებელი დირექტორი ციფრული ვალუტის, განსაკუთრებით კი ბიტკოინის მიმართ დადებითად არის განწყობილი.
ჯეკ დორსის სჯერა, რომ ბიტკოინი ინტერნეტის ვალუტაა.
Twitter-ის თანადამფუძნებელმა ამის შესახებ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა.
“ბიტკოინი იყო ის, რაც ინტერნეტში დაიბადა, ინტერნეტშივე განვითარდა და ინტერნეტითვე მოწმდება”,- აღნიშნა მან.
ჯეკ დორსიმ ჯერ კიდევ გასული წლის მაისში გააკეთა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ ბიტკოინი მომავლის ფულია.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ჯერ დორსი ასევე არის მობილური გადახდების კომპანია Square-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.
შეგახსენებთ, რომ კომპანია ბიტკოინით გადახდას უზრუნველყოფს.
ჟურნალისტის კითხვაზე დაამატებდა, თუ არა ჯეკ დორსი ბიტკოინის გარდა სხვა კრიპტოვალუტას მან უპასუხა, რომ ამის გაკეთებას არ აპირებს.