25 მაისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
699

მაისის თვეში ციფრული ვალუტების ფასები რყევებს განიცდის. გუშინ, ბიტკოინის ფასი კიდევ ერთხელ შემცირდა.

დღის განმავლობაში ბიტკოინის კურსი 28.780 დოლარამდე დაეცა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტოვალუტამ ძალების აღდგენა დღეს შეძლო და ფასი კვლავ 29.300 დოლარის ნიშნულს დაუბრუნდა.

ანალიტიკოსების პროგნოზი პოზიტიური არ არის. თუმცა ბიტკოინის კურსის ვარდნა 29.000 დოლარიზე ქვემოთ ნაკლებად მოსალოდნელია.

რაც შეეხება ეთერიუმს: ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 1920 დოლარია.

ანალიტიკოსები ეთერიუმის ფასის სწრაფ ზრდას ვერ პროგნოზირებენ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ციფრული ვალუტის კურსი დღეს, 25 მაისს, შედარებოთ გაუმჯობესებულია.

დღევანდელი მონაცემებით ალტკოინის კურსი 1970 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 25 მაისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით ტრილიონ 269 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი