ჩრდილოეთ ჩინეთში პოლიციამ მაინინგისთვის განკუთვნილი 600 კომპიუტერის კომფისკაცია მოახდინა

0
3852

ჩრდილოეთ ჩინეთის ქალაქ ტიანინში პოლიციის კომფისკაციას დაექვემდებარა 600 კომპიუტერი. როგორც აღმოჩნდა, აღნიშნულ კომპიუტერებს კრიპტოვალუტის მაინინგისთვის იყენებდნენ.

საკმაოდ დიდი რაოდენობის ელექტროენერგიის მოხმარების ფაქტმა ადგილობრივი ეელექტროენერგეტიკის ქსელის ოპერატორის ყურადღება მიიქცია.

ამის შესახებ CNBC იუწყება.

CNBC-ი ინფორმაციას ადგილობრივი მედია საშუალება Xinhua-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ჩინური მედია ადგილობრივი პოლიციის ოფიცერთან მცირე კომენტარის მიღებისას დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას.

“უკანასკნელი წლების განმავლობაში ყველაზე დიდი ქურდობა იყო”, – აღნიშნა პოლიციის ოფიცერმა.

ადგილობრივი ჩინური მედია ჩამორთმეული მაინინგის დანადგარებზე არაფერს ამბობს, თუმცა აცხადებს, რომ 5 ადამიანზე გამოძიება უკვე დაიწყო.

იაფი ელექტროენერგიის და ტექნიკის წარმოების გამო, ჩინეთი ერთ-ერთი მიმზიდველი ქვეყანაა მაინიგისთვის.

2017 წელს ჩინეთში კრიპტოვალუტის სფეროს წარმომადგენლების 50%-დან 70% ბიტკოინის მაინინგის საქმიანობით იყო დაკავებული.

თუმცა, 2018 წლის იანვარში ჩინეთის სახალხო ბანკმა კრიპტოვალუტის მარეგულირებელი ზედამხედველობა გაამკაცრა და მომავალში მაინინგის საქმიანობისთვის ელექტროენერგიის გამოყენება შეზღუდვა.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთში კრიპტოვალუტითა და ICO-თი ვაჭრობა ოფიციალურად არალეგალურ საქმიანობად ითვლება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი