25 ივნისი, კრიპტოვალუტის ფასის დაცემის შემდეგ, ორშაბათი დღე, კურსის აღდგენის დღედ შეიძლება იყოს მიჩნეული.
ამ ეტაპზე, ბიტკოინის ღირებულება, დაახლოებით, 6.270 დოლარს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის კურსმა, დაახლოებით, 1.3%-ით მოიმატა.
გუშინ, 24 ივნისს, ბიტკოინმა 2018 წლის განმავვლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დააფიქსირა. კრიპტოვალუტა 5.833 აშშ დოლარი ღირდა.
უნდა აღინიშნოს, რომ 25 ივნისს, შუა დღის სამ საათზე ბიტკოინის კურსმა 2.2%-ით მოიმატა. ამ პერიოდში კურსი 6.166-დან 6.305-მდე დოლარს შორის მერყეობდა.
უნდა აღინიშნოს, რომ საბოლოოდ ბიტკოინმა 6.200 დოლარის ნიშნული შეინარჩუნა.
რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმის კურსი, დაახლოებით, 460 დოლარამდე მერყეობდა. ეს ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტის ფასი 24 საათის განმავლობაში მხოლოდ 1%-ით გაიზარდა.
წამყვანი ალტკოინი კვირას 427 დოლარზე დაეცა.
შეგახსენებთ, რომ coinmarketcap-ის მონაცემების თანახმად, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია, დაახლოებით, 256 მილიარდ დოლარს შეადგენს.