ანალიტიკოსები: ჩინეთში Metaverse-ის დეცენტრალიზაცია არ მოხდება

0
921

ექსპერტები ამბობენ, რომ ჩინეთის Metaverse-ი, სავარაუდოდ, ძალიან განსხვავებულად განვითარდება საერთაშორისო ბაზრებზე. ანალიტიკოსების თქმით, დეცენტრალიზებული ინფრასტრუქტურა შესაძლოა, Metaverse-ის შექმნისთვის არ გამოიყენონ.

NewZoo 2021 წლის ტენდენციების სტატიაში ირწმუნებოდა, რომ ჩინეთის Metaverse-ში მონაწილეობა სრულიად შესაძლებელი იყო, მაგრამ გამოცდილება შესაძლოა, სრულიად განსხვავებული ყოფილიყო.

ჩინეთი ფილტრავს პოლიტიკურად მგრძნობიარე შინაარსს ვებსაიტებს.

Roundhill Investments-ის კვლევის ვიცე-პრეზიდენტმა, მარიო სტეფანიდისმა The Wire China-ს განუცხადა, რომ, როგორც ჩანს, ჩინეთი მსგავს მიდგომას Web3-ის მიმართაც გამოიყენებს.

„ჩინეთისთვის ბევრად უფრო ადვილი იქნება ადგილობრივი Metaverse-ის განვითარებაზე ზედამხედველობა, ვიდრე მომხმარებლებს გლობალურ Metaverse-ზე წვდომისა და მნიშვნელოვანი რესურსების დახარჯვის საშუალება მისცეს”,- აღნიშნა Roundhill Investments-ის კვლევის ვიცე-პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის სახალხო ბანკი Metaverse-ის მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი. ბანკმა ნოემბერში Metaverse-ისა და NFT-ის შესახებ კომპანიები გააფრთხილა.

ნოემბერში გამართულ სამიტზე, გოუ ვენჯუნმა, სახალხო ბანკის ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლისა და ანალიზის ცენტრის დირექტორმა, გაფრთხილება ციფრული ვალუტების რისკის შესახებაც გამოსცა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი