კრიპტო მილიარდელი: კრიპტოვალუტის გაზაფხული 2020 წელს დადგება

0
2125

ჩინელი კრიპტო მილიარდელი ზაო დონგი აცხადებს, რომ კრიპტოვალუტის გაზაფხული 2020 წელს დადგება.

დონგი ჰონგ-კონგში დაფუძნებული კრიპტოვალუტის ბირჟა Bitfinex-ის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი არის. ამასთანავე, ის ცოტა ხნის წინ მონაწილეობდა დისკუსიაში, რომელიც ციფრულ ვალუტას ეხებოდა.

ციფრული ვალუტის, განსაკუთრებით კი ბიტკოინის მომავლის შესახებ მან განაცხადა, რომ 2017 წლის დეკემბერში ბიტკოინი პოპულარობის პიკში იმყოფებოდა. თუმცა დონგმა იქვე დაამატა, რომ დღეს ეს ფაქტი არავის აღელვებს.

ზაო დონგმა ისიც აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტა ყურადღებას მაშინ მიიპყრობს, როდესაც ბიტკოინის კურსი კვლავ მოიმატებს. ამისთვის კი, საჭიროა, რომ ციფრული ვალუტის ფასი რამდენიმე ათასი დოლარით გაიზარდოს.

აქედან გამომდინარე, მისი აზრით, ამ ეტაპზე ბიტკოინის შეძენისთვის საუკეთესო დროა. დონგმა ასევე დაამატა, რომ 2019 კრიპტოვალუტის ფასები დაბალ პოზიციებს შეინარჩუნებს.

მისი აზრით, ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი კომპანია გაქრება. თუმცა დონგი ოპტიმიზს ინარჩუნებს და აცხადებს, რომ წელს დადებითი ტენდენციებიც არის მოსალოდნელი.

რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას, ზაო დონგმა განაცხადა, რომ კრიპტო გაზაფხული მხოლოდ 2020 წელს მოვა, ხოლო კრიპტო ზაფხული 2021 წლამდე არ დადგება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი