ინდოეთის სამართალდამცავმა უწყებამ კრიპტო თაღლითობის ფაქტი გამოამჟღავნა

0
1163

ინდოეთის პოლიციამ კრიპტო თაღლითობაში ხუთი პირი მიიჩნია ეჭვმიტანილად. როგორც ცნობილი გახდა, ქვეყანაში თაღლითების ჯგუფი 2017 წლიდან მოქმედებდა.

სამართალდამცავების ცნობით, მაჰარაშტრას შტატში ჯგუფი თაღლითურ საქმიანობას ეწეოდა.

ჯგუფი ინვესტორებს გაორმაგებული თახნის დაბრუნებას კრიპტოვალუტაში თანხის ინვესტიციის შემდეგ ჰპირდებოდა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ინვესტორებთან ურთიერთობას თაღლითური ჯგუფი თანხის მიღებისთანავე წყვეტდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში ეს თაღლითობის პირველი შემთხვევა არ არის. ჯერ კიდევ შარშან ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე პროვინციიის, Jammu and Kashmir-ის პოლიციამ გამოაქვეყნა საჯარო განცხადება, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას კრიპტოვალუტაში ინვესტირების შესახებ აფრთხილებდა.

პოლიციამ საზოგადოება ბიტკოინით ინვესტიციების მომატებული რისკის შესახებ გააფრთხილა და ინვესტორებს შეახსენა, რომ კრიპტოვალუტა ხელისუფლების მიერ არ იყო სანქცირებული.

“ზოგადად საზოგადოება ინფორმირებული არ არის კრიპტოვალუტაში ინვესტიციების შესახებ. მაგალითად, ინვესტორები არ ფლობენ ისეთი ციფრული ვალუტის შესახებაც ინფორმაციას, როგორიც არის ბიტკოინი. ბიტკოინთან დაკავშირებით არსებობს რეალური რისკები”,- წერდა აღნიშნულ ფაქტზე Business Standard-ი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი