ჩინეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი: Blockchain-ი ტექნოლოგიური რევოლუციის ნაწილია

0
1919

ჩინეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა საჯაროდ გააკეთა პოზიტიური კომენტარი Blockchain ტექნოლოგიის შესახებ.

პეკინში ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ყოველწლიურ კონფერენციაზე საუბრისას, ჩინეთის სახალხო ბანკის მმართველმა Blockchain-ი ახალი თაობის ტექნოლოგიის მაგალითად მოიყვანა, რომელმაც ძირეული გარღვევა მოახდინა ტექნოლოგიების სფეროში.

“სამეცნიერო და ტექნოლოგიური რევოლუციების და სამრეწველო ცვლილებების ახალი რაუნდი გლობალურ ეკონომიკურ სტრუქტურას მთლიანად განაახლებს”,- აღნიშნა ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა.

იქვე დასძინა: “ხელოვნური ინტელექტით, მობილური კავშირგაბმულობით, ინტერნეტითა და Blockchain-ით წარმოდგენილი საინფორმაციო ტექნოლოგიების ახალი თაობა ძალიან სწარაფი ტემპით ავითარებს ამ სფეროს”.

აღსანიშნავია, რომ Blockchain ტექნოლოგიის მიმართ ბოლო დროს ჩინეთის ხელისუფლებას საკმაოდ პოზიტიური დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა.

“ჩინეთში, ჩვენ შევქმენით Blockchain ტექნოლოგიის პროგრამები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 200-მდე ბიზნესმა გამოხატა ინტერესი ამ ტექნოლოგიის მიმართ. ეს ფაქტი, თავისთავად, ხელს შეუწყობს Blockchain ტექნოლოგიასა და მრეწველობას, რათა გახდეს უფრო გამჭვირვალე და ღია”,- ამის შესახებ მედიასთან საუბარში განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი