ბიტკოინის კურსი კვლავ შემცირებულია

0
826

ბიტკოინის კურსი კვლავ შემცირებულია. კვირის დასაწყისში ციფრული ვალუტის ფასმა წინა დღის მაჩვენებლებთან შედარებით კიდევ უფრო დაიკლო.

დღესდღეობით ბიტკოინის კურსი 16,233 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

ბოლო რამდენიმე დღეა ბიტკოინის ფასი 16,960-სა და 16,248 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. თუმცა, დღეს ბიტკოინის კურსი კიდევ უფრო შემცირდა.

ანალიტიკოსების ნეგატიური პროგნოზის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტის კურსის ნიშნული 16.000 დოლარზე ქვემოთ აღმოჩნდეს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი 2,04%-ით შემცირდა. კვირის განმავლობაში კი ბიტკოინის ფასის შემცირების მაჩვენებელი 5%-მდე მერყეობს.

უნდა აღინიშნოს, რომ, ამ ეტაპზე, ანალიტიკოსებს პოზიტიური მოლოდინი არ აქვთ.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 21 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში, ბიტკოინის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 311 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი