ყაზახეთის ცენტრალური ბანკი სტაბილკოინის საპილოტე პროექტის შედეგებზე საუბრობს

0
866

ყაზახეთის ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ CBDC კვლევის ზოგიერთი შედეგის წარდგენას დაინტერესებული მხარეებისათვის 2022 წლის დასაწყისში გეგმავს.

მოხსენების თანახმად, ყაზახეთის ეროვნულმა ბანკმა (NBK) განაცხადა, რომ დაადასტურა ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის დანერგვის შესაძლებლობა, რომელიც განაწილებულ ლეჯერ ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული.

გარდა ამისა, ცენტრალურმა ბანკმა გამოსცადა, თუ როგორ გამოიყენებდნენ ყაზახეთის მოქალაქეები სტაბილკოინს, ციფრულ ტენგეს გადახდებისთვის.

პროექტის დროს ასევე ცნობილი გახდა, თუ როგორ იმუშავებს ციფრული ტენგე ყაზახეთის მარეგულირებელი სისტემის ფარგლებში ტრანსსასაზღვრო გადარიცხვების დროს.

ანგარიშის შედეგებში საუბარი იყო იმაზეც, რომ მოხდებოდა CBDC-ის საპილოტე პროგრამის გაფართოება, რათა პროექტს ბაზრის მონაწილეები და ინფრასტრუქტურის სხვა მოთამაშეები მოეცვა.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის მთავრობა სტაბილკოინის გამოშვებას 2020 წლის ბოლოს აპირებდა. ყაზახეთი ციფრული ვალუტის განვითარებას ჩინეთთან ერთად გეგმავდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი