მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი: Blockchain-ი შესაძლოა, უსაფრთხო არ იყოს

0
1895

კიბერ უსაფრთხოების ექსპერტები Blockchain-ზე დაფუძნებული ხმის მიცემის სისტემებს არ ენდობიან.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიის მკვლევარების ანგარიშის თანახმად, Blockchain-ის ხმის მიცემის ტექნოლოგია არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ამ ტიპის ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი გაიზრდება.

სამაგიეროდ, ზრდის ჰაკერების მხრიდნ არჩევნებში ჩარების რისკებს.

Sunoo Park-ის კიბერ უსაფრთხოების ჯგუფმა, მაიკლ სპექტერმა, ნეჰა ნარულამ და რონალდ რივესტმა დაასკვნეს, რომ Blockchain-ი უახლოეს მომავალში პოლიტიკური არჩევნებისათვის უვარგისია, იქამდე სანამ მისი პროგრამული უზრუველყოფის დამოუკიდებლობის საკითხი ეჭვქვეშ დგას.

მანამდე კი არსებული სისტემა უნდა იქნეს გამოყენებული. ანალიტიკოსებმა ასევე დასძინეს, რომ Blockchain სისტემა ამ ეტაპზე არც პირადი ხმის მიცემის სისტემისათვის და არც გზავნილებისათვის არ წარმოადგენს უსაფრთხო გზას.

რამდენიმე დღის წინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ იაპონურმა კომპანიამ Blockchain-ზე დაფუძნებული ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა შეიმუშავა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი