ჩინეთის სამი დიდი ქალაქი Blockchain-ისთვის ყველაზე ხელსაყრელი აღმოჩნდა

0
1708

პეკინი, შანხაი და განგძუ ჩინეთის Blockchain კანონმდებლობისა და პოლიტიკისთვის ყველაზე კონცენტირებული ტერიტორია გახდა.

ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

მედიაში იწერება, რომ ბოლო წლების განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე პროქტების ანალიზი გაკეთდა და აღმოჩნდა, რომ მიმდინარე 32 პროექტიდან 11 კონცენტრირებულია სამი მიმართულებით, ესენია: პეკინი, შანხაი და განგძუ.

“Blockchain ტექნოლოგია რეალურ ეკონომიკას ემსახურება. ეს კი მოიცავს ინოვაციის, რეგულირებისა და უსაფრთხოების ბალანსის გათვალისწინებასა და ფინანსური სტაბილურობისა და ინფორმაციული უსაფრთხოების საფუძვლების გარკვევას”,- აღნიშნულია მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად კრიპტოვალუტის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებისა, ჩინეთი კვლავაც მხარს უჭერს Blockchain ტექნოლოგიის განვითარებას. ჯერ კიდევ ოქტომბერში ჩინეთის პროვინცია ჰაინანი ქვეყანაში პირველი ოფიციალურად ლიცენზირებული Blockchain ზონა გახდა.

ჰაინანის პროვინციის Blockchain ზონა მოიცავს ტექნიკურ ბაზასა და პროგრამული უზრუნველყოფის პარკს. ჰაინანში ასევე გათვალისწინებულია კვლევითი ინსტიტუტის არსებობაც.

რამდენიმე კვირის წინ კი, ჩინეთის ქალაქ ლოუდიმ Blockchain ტექნოლოგიის გამოყენება დაიწყო. პლატფორმის დანერგვა უძრავი ქონების მონაცემების შენახვას უკავშირდებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი