OneCoin-ი ფილმის გადაღებას აანონსებს

0
1137

OneCoin-ი ფილმის გადაღებას დააფინანსებს.

მიუხედავად იმისა, რომ OneCoin-ის თაღლითური სქემა სასამართლოშია განსახილველად გადაცემული კომპანიის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს გადაეღოთ ფილმი ქეით უინსლეტის მონაწილეობით.

Deadline-ის ცნობით, ქეით უინსლეტმა ხელი მოაწერა ჯეიქ მაქდამისა და დაგლას ტომპოსნის მიერ დაწერილ გამოუქვეყნებელ წიგნზე დაფუძნებულ სცენარზე.

ფილმის სახელწოდება არის Fake!(ყალბი).

Fake!-ის სცენარისტი და რეჟისორი იქნება სკოტ ბერნსი, რომელმაც The Report-ი გადაიღო. ეს არის პოლიტიკური დრამა, რომელიც დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე. ფილმში მოხმობილი ფაქტები CIA-ს მიერ წამების მაგალითებს მოიცავდა.

OneCoin-ი 2014 წელს რუჯა იგნატოვას მიერ ბულგარეთში დაარსდა.

შეგახსენეთ რომ, ბულგარეთში დაფუძნებული ციფრული ვალუტის ბირჟის მფლობელი აღმოსავლეთ ევროპის კიბერ თაღლითობის სინდიკატისთვის ფულის გათეთრების ბრალდებით არის დაკავებული.

53 წლის ბულგარეთის მოქალაქე და “RG Coins” კრიპტოვალუტის ბირჟის მფლობელი, როსენ იოსიფოვი ტრანსნაციონალური თაღლითობის სქემის ფარგლებში არის დაკავებული.

ორკვირიანი სასამართლო პროცესის შემდეგ იგი დამნაშავედ სცნეს.

ამასთანავე, გამოძიებამ დაადგინა, რომ აშშ –ს მინიმუმ 900 მოქალაქე მონაწილეობდა სქემაში, რომლის თანახმადაც, იოსიფოვის რუმინეთში მყოფი თანამზრახველები ავრცელებდნენ რეკლამებს პოპულარულ პლატფორმებზე, როგორიცაა eBay და Craigslist-ი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი