ჩილეს მარეგულირებელი კრიპტოვალუტის რეგულაციის საკითხზე მუშაობს

0
1518

ჩილეს ფინანსთა მინისტრი ფელიპე ლარეინი აცხადებს, რომ კრიპტოვალუტის რეგულირების პროცესში სახელმწიფო ინსტიტუტების პროგრესი მიმდინარეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ყოველდღიური გაზეთი La Tercera ავრცელებს.

მისი განცხადებით, ფინანსთა სამინისტრო ცენტრალური ბანკთან და ფინანსური სტაბილურობის საბჭოსთან ერთად მუშაობს, რათა უზრუნველყოს კრიპტოვალუტის ინდუსტრიის დაბალანსებული სამართლებრივი სტრუქტურა. ლარეინმა აღნიშნა, რომ კრიპტო რეგულაციები უფრო ფართო პროექტის ნაწილია. პროექტი კი fintech სექტორის შესახებ იურიდიულად გამართულ განმარტებას გულისხმობს.

“ჩვენ ვიცით, რომ მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით მუშაობა, მაგრამ მსოფლიოს ყველა ქვეყანას მსგავსი პრობელმა აქვს და არ არსებობს ჯადოსნური ჯოხი მათ მოსაგვარებლად, ჩვენ ვიღებთ საუკეთესო გადაწყვეტილებებს, რომ დავარეგულიროთ ეს ახალი ფენომენი”,- განაცხადა ჩილეს ფინანსთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის ცენტრალური ბანკი კრიპტოვალუტის მიმართ არცთუ დადებითად არის განწყობილი. ჩილეში კრიპტოვალუტა ფულის ან ფასიანი ქაღალდების სახეობად არ მიიჩნევა, მაგრამ, ამასთანავე, არ არსებობს კანონები, რომლებიც ხელს შეუშლის მოქალაქებს, რომ მომსახურეობის მისაღებად კრიპტოვალუტით გადაიხადონ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი