რუსეთის ცენტრალური ბანკის მმართველი: 2022 წლისთვის ციფრული რუბლის საპილოტე პროექტი დაიწყება

0
925

რუსეთი ციფრული რუბლისთვის კანონმდებლობას შეცვლის.

რუსეთის ცენტრალური ბანკის მმართველმა, ელვირა ნაბიულინამ განაცხადა, რომ ქვეყანას ციფრული რუბლის პლატფორმის პროტოტიპი მზად 2022 წლის დასაწყისისთვის ექნება. შესაბამისად, პროტოტიპი საცდელი გამოყენებისთვის მომავალ წელს გამოვა.

იმავდროულად, რუსი კანონმდებლები, გავრცელებული ინფორმაციით, დაიწყებენ მუშაობას საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც საჭიროა ციფრული რუბლის გეგმის განსახორციელებლად.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სახელმწიფო სათათბიროს ფინანსური ბაზრის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანატოლი აქსაკოვმა განაცხადა, რომ ეს სამართლებრივი ცვლილებები დაიწყება, როგორც კი ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის ტესტირება განხორციელდება.

მინიმუმ რვა ფედერალური კანონი და ხუთი კოდექსი, მათ შორის სამოქალაქო კოდექსი, საგადასახადო კოდექსი, საბიუჯეტო კოდექსი, სისხლის სამართლის კოდექსი და ადმინისტრაციული კოდექსი, უნდა შეიცვალოს ციფრული რუბლის ძალაში შესვლისთვის.

ახალი წესები განიხილავს რამდენიმე საკითხს, როგორიცაა რუსეთის ცენტრალური ბანკის უფლებამოსილება: დააწესოს ახალი ვალუტის მიმოქცევა, მისი მიღება, როგორც გადახდის საშუალება და ა.შ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი