ჩინეთის ცენტრალური ბანკის სტაბილკოინი უსაფრთხოების სტანდარტს აკმაყოფილებს

0
1536

ჩინეთის ცენტრალური ბანკი ციფრული იუანის გამოყენებით მცირე რაოდენობის გარიგებების განხორციელებას აპირებს.

ბანკის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ჩინეთის ხელისუფლება მზად არის უზრუნველყოს მომხმარებლის მაქსიმალური კონფიდენციალურობა ქვეყნის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტისთვის.

ჩინეთის სახალხო ბანკის ციფრული ვალუტის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, მუ ჩანგუნმა 2021 წლის ჩინეთის განვითარების ფორუმზე ციფრული იუანის კონფიდენციალურობის შესაძლებლობებზე ისაუბრა.

მან თქვა, რომ სრულიად ანონიმური სტაბილკოინის წარმოება შეუძლებელია, რადგან ეროვნული ციფრული ვალუტა უნდა აკმაყოფილებდეს ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების და გადასახადების თავიდან აცილების მოთხოვნებს. ამასთან, ეს არ ნიშნავს, რომ ჩინეთის ციფრულ იუანს აკლია მომხმარებლის კონფიდენციალურობა.

ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს, რომლებიც ციფრული იუანის კვლევასა და განვითარებაში არიან ჩართულნი, უფლება არა აქვთ გააცნონ პირადი მონაცემები და მომხმარებლების ტელეფონის ნომრები მესამე პირებს, მათ შორის ცენტრალურ ბანკს.

ე.წ. “კონტროლირებადი ანონიმურობის” მიდგომა არის ჩინეთის ციფრული იუანის ძირითადი მახასიათებელი, რაც ნიშნავს, რომ მთავრობა გარკვეულ ნაბიჯებს დგამს მომხმარებლის მაქსიმალური კონფიდენციალურობისა და ფინანსური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი