გაერთიანებული სამეფო სტაბილკოინის განვითარების მომხრეა

0
947

გაერთიანებული სამეფო თავისი მიზნის ერთგული რჩება, რომ გახდეს მსოფლიო კრიპტო ინდუსტრიის ცენტრი, მიუხედავად ბოლოდროინდელი უარყოფითი მოვლენებისა, რაც ბაზარზე მოხდა.

“ეს არის სექტორი, რომელსაც ყველაზე მეტი დრო დავუთმე”, – განუცხადა პარლამენტის წევრმა და ფინანსთა სამინისტროს ეკონომიკურმა მდივანმა ენდრიუ გრიფიტმა, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის სახაზინო კომიტეტის შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას.

საბითუმო სტაბილკოინისა და ფინანსური ბაზრების ინფრასტრუქტურის (FMI) სავარჯიშოების დანერგვა პროცესის შემდეგი ნაბიჯები იქნება.

ეს ელემენტები შედის ფინანსური მომსახურებისა და ბაზრების (FSM) კანონპროექტში, რომელიც ლორდთა პალატაში მეორე მოსმენით იქნა მიღებული.

გრიფიტმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე სტაბილკოინების დანერგვითა და ძირფესვიანი შესწავლით შეძლებენ მომავალში ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის დანერგვას.

მისი თქმით, სტაბილკოინები დაუყოვნებლივ საჭიროებენ სათანადო ყურადღებას. იმ შემთხვევაში, თუ ფინანასთა სამინისტრო, პარლამენტი და ბანკები გადაწყვეტენ შემოიღონ ბრიტანული CBDC-ი.

ის პირველ ეტაპზე ანონიმური უნდა იყოს და შუალედური პლატფორმის როლი შეასრულოს, რათა მისი უკეთ შესწავლა მოხდეს შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი