ჩინეთის სახალხო ბანკის ყოფილი მაღალჩინოსანი: ციფრული ვალუტის შემუშავება დასრულებულია

0
1399

ცენტრალური ბანკის სოციალური საბჭოს ფონდის ყოფილმა ვიცე-თავმჯდომარემ, ვანგ ზონგმაინმა მედიასთან ციფრული ვალუტის შესახებ ისაუბრა.

ჩინეთის სახალხო ბანკის ყოფილმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ციფრული ვალუტის შემუშავება ბანკმა უკვე დაასრულა.

ვანგ ზონგმაინმა ეს განცხადება Fintech ონლაინ ფორუმის დროს გააკეთა.

ციფრულ სექტორში არსებობს მრავალი სახის კრიპტოვალუტა. ამ ეტაპზე ჩინეთი ცდილობს, რომ შექმნას საგადასახადო ინფრასტრუქტურა, სადაც არსებულ ვალუტებს ცენტრალური ბანკის მიერ გამოცემული ციფრული ვალუტა კონკურენციას გაუწევს.

ვანგ ზონგმაინის თქმით, ასეთი სისტემა ციფრულ სავალუტო სივრცეში ჯანსაღი კონკურენციისა და თანამშრომლობისთვის აუცილებელ გარემოს შექმნის.

მან ასევე აღნიშნა, რომ კონკურენცია ციფრულ სავალუტო სივრცეში ეპიდემიის დროს უფრო გაიზარდა. კონკურენცია განსაკუთრებით ტექ.- გიგანტებსა და მთავრობებს შორის შეიმჩნეოდა, რადგან ორივე მხარე დაინტერესებულია უკეთესი ციფრული გადახდის ინფრასტრუქტურის შექმნით.

ყოფილმა ვიცე-თავმჯდომარემ კონკრეტულად ისაუბრა Libra-ს განვითარებაზე, რომლის საშუალებითაც Facebook-ი კრიპტოვალუტის სექტორში თავის დამკვიდრებას ცდილობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი