Swiss Post-ის საბანკო ჯგუფმა კრიპტო პლატფორმა დააფუძნა

0
348

შვეიცარიის საფოსტო ოფისი აპირებს კრიპტოვალუტით ვაჭრობას მისი საბანკო ჯგუფის PostFinance-ის მეშვეობით, რადგან ქვეყანაში კრიპტო მეურვეების მიმართ მომხმარებელთა რაოდენობა იზრდება.

მოსალოდნელია, რომ დაახლოებით 2,6 მილიონი მომხმარებელი, რომლებიც მსოფლიოში მეხუთე უმსხვილესი ბანკის PostFinance-ის მომხმარებლები არიან, შიდა მეურვეობის სერვისის მეშვეობით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში შეძლებენ კრიპტოვალუტით ვაჭრობას, ყიდვას და გაყიდვას.

როგორც ადგილობრივი მედიასაშუალება Swissinfo იტყობინება, Post Office-ის საბანკო ჯგუფის აღმასრულებელი საბჭო აპირებს უზრუნველყოს პირდაპირი წვდომა კრიპტოვალუტის ბაზრებზე საკუთრების სერვისის მეშვეობით, რომელსაც ოპერირებას PostFinance-ი გაუწევს, არაუგვიანეს 2024 წლისთვის.

ეს არის დაწესებულების უახლესი ნაბიჯი, რათა მისცეს თავის კლიენტებს კრიპტოვალუტებზე წვდომის შესაძლებლობა.

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს, PostFinance-მა პარტნიორობა გაუწია ონლაინ სავაჭრო პლატფორმას Swissquote-ს, რათა შეემუშავებინა Yuh მობილური აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს აძლევს წვდომას ტრადიციულ აქციებსა და საფონდო ბაზრებზე, ასევე 25-ზე მეტ კრიპტოვალუტაზე.

Yuh მესამე მხარის პროტოკოლური აპლიკაციაა და ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით შვეიცარიული ბანკი ცდილობს, რომ მომხმარებლებს კრიპტოვალუტებზე პირადაპირი წვდომა ჰქონდეთ, რათა აღარ იყოს საჭირო დამატებითი სერვისებისა და საშუალებების გამოყენება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი