11 ივნისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1371

სამშაბათს, 11 ივნისს კრიპტოვალუტის ბაზარი შემცირდა.

ბიტკოინი კვლავ ცდილობდა 8.000 დოლარის ნიშნულის შენარჩუნებას, მაგრამ ფასი 7.900 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. დღის განმავლოვლობაში ბიტკოინის კურსი ისე შემცირდა, რომ კრიპტოვალუტის ფასის ნიშნული 7.878 დოლარზეც კი დაფიქსირდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასის მატება მხოლოდ და მხოლოდ 1%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ეთერიუმს: ბიტკოინის მსგავსად შემცირდა ალტკოინის ფასიც. ეთერიუმის კურსმა 0.85%-ით დაიკლო. დღის განმავლობაში ეთერიუმის ფასის ნიშნული 242 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში ეთერიუმის კურსის ნიშნული მხოლოდ 0.38%-ით გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 11 ივნისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 248 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი