ჩინეთის ჰუნანის პროვინციაში მაინინგის უკანონო წარმოების ფაქტზე სამართალდამცავებმა 15 პირი დააკავეს

0
1570

ჩინეთის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა თხუთმეტი ადამიანი დააკევს. დაკავებულები ეჭვმიტანილები არიან კრიპტოვალუტის მაინინგის არასანქცირებულ წარმოებაში.

უნდა აღინიშნოს, რომ დაკავებულები ინტერნეტ-კაფეების ადმინისტრატორები არიან.

ადგილობრივი კრიპტო ინდუსტრიის საინფორმაციო გამოშვებამ, 8BTC-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიციამ ჰუნანის პროვინციის სამხრეთ-ცენტრში კორუფციული ჯგუფი ამხილა.

ამ ეტაპზე, გაირკვა, რომ ჯგუფს ქსელი ჰქონდა შექმნილი, რომელშიც 9000–ზე მეტი კომპიუტერის მომხმარებელი მონაწილეობდა.

ცოტა ხნის წინ, მსგავსი ფაქტი მალაიზიაშიც დაფიქსირდა. თუმცა მალაიზიაში მომხდარი შემთხვევა ოდნავ განსხვავდებოდა.

მალაიზიის ელექტრომომარაგების კომპნიამ, Tenaga Nasional Bhd-მა მაინინგის გამო უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. ეს კი მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ელექტროენერგიის განსაკუთრებულად დიდი მოხმარება დაფიქსირდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარ ფაქტს პოლიცია განიხილავს, როგორც ელექტროენერგიის მოპარვას. გამომდინარე იქიდან, რომ მაინერები მოხმარებული ენერგიის საფასურს არ იხდიან.

აღსანიშნავია, რომ Tenaga Nasional Bhd-ი არის ყველაზე მსხვილი ელექტროენერგიის კომპანია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. როგორც ცნობილია, კომპანიის აქტივების ღირებულება 23.6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი