ჩინეთში არალეგალური მაინინგისთვის პოლიციამ 22 ადამიანი დააკავა

0
1590

ჩინეთში პოლიციამ 22 ეჭვმიტანილი დააკავა. ეს ადამიანები ეჭვმიტანილნი არიან კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგში. ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, დაკავებულების საქმიანობის შედეგად დაახლოებით 3 მილიონი დოლარის ღირებულების ენერგო დანაკარგებია დაფიქსირებული.

ამის შესახებ ინფორმაციას XinhuaNet-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციამ ბიტკოინის უკანონო მაინინგის ფაქტი დააფიქსირა.

ანგარიშის მიხედვით, პოლიციამ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაიწყო, მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ელექტროენერგიის მოხმარების დარღვევები გამოავლინა. თითქმის ორთვიანი გამოძიების შემდეგ მოხერხდა ეჭვმიტანილების აყვანა.

პოლიციამ გაარკვია, რომ თითოეული მაინინგის დანადგარი დღეში 25-დან 50 კილოვატ საათამდე ელექტროენერგიას მოიხმარდა, რის შედეგადაც დაახლოებით 20 მილიონი ჩინური იუანის (2.91 მილიონი დოლარის) ღირებულების ელექტროენერგიის მოპარვა დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ნოემბერში ჩინური მედია წერდა, რომ მაინინგი აღარ იყო მომგებიანი საქმიანობა. ამის მიზეზი მარტივი იყო: მას შემდეგ, რაც კრიპტოვალუტების ფასი საგრძნობლად დაეცა მაინერებისთვის ეს საგანგაშო სიგნალი აღმოჩნდა და ტექნიკის გაყიდვა დაიწყეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი