ბრაზილიის საკანომდებლო ორგანო კრიპტოვალუტის რეგულაციაზე მსჯელობს

0
1627

ბრაზილიის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტმა ბრძანა, რომ აუცილებელია შეიქმნას კომისია, რათა კრიპტოვალუტის რეგულაციის საკითხი მოგვარდეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ბრაზილიური მედია აქვეყნებს.

ბრაზილიაში ციფრული ვალუტის რეგულაცია აქტუალური საკითხია. კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით G20-ის სამიტზე ბრაზილიას საკუთარი ჩამოყალიბებული დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს, რათა რეგულაციები ძალაში 2021 წლიდან შევიდეს.

2018 წლის ნოემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრაზილიის მარეგულირებელს კრიპტოვალუტის ბირჟების საქმიანობასთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა. მარეგულირებლის კითხვები ეხებოდა იმ ბირჟებს, რომელთა საბანკო ანგარიშები გახსნიდან ყველაზე მალე იხურებოდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რის გამოც ბანკებმა გადაწყვიტეს კრიპტობირჟების ანგარიშების დახურვა იყო ის, რომ ანგარიშები არ შეესაბამებოდა ეკონომიკური აქტივობის ეროვნულ კლასიფიკაციას.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის დეპუტატთა პალატა არის ფედერალური საკანონმდებლო ორგანოს ნაწილი. ეს არის ბრაზილიის ეროვნული კონგრესის ქვედა პალატა. პალატა ოთხი წლის განმავლობაში არჩეული დეპუტატებისგან შესდგება.

აღსანიშნავია, რომ პალატა განიხილავს და ამტკიცებს ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში ინიციატივებს. ეს ეხება განათლებას, ჯანდაცვას, ტრანსპორტსა და საცხოვრებლებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი