კვლევა: 10.000 ინვესტორი მიმოქცევაში მყოფი ბიტკოინის 27%-ს ფლობს

0
886

ახალი კვლევის თანახმად, ბიტკოინის უმსხვილესი მფლობელების 1%-ზე ნაკლები, სავარაუდოდ, მიმოქცევაში არსებული ბიტკოინის მეოთხედზე მეტს აკონტროლებს.

ეკონომიკური კვლევის ეროვნულმა ბიურომ, ამერიკულმა კერძო არაკომერციულმა კვლევითმა ორგანიზაციამ, კვლევა გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ბიტკოინის 10.000 ინვესტორი, ანუ ბიტკოინის ყველა მფლობელის 0,01%, ფლობს 5 მილიონ ბიტკოინს, ანუ მიმოქცევაში არსებული 18,9 მილიონი მონეტის 27%-ს.

ბიტკოინის ოდენობა, რომელსაც 1% ფლობს დაახლოებით 232 მილიარდი დოლარის ექვივალენტია. კვლევა, რომელიც ფინანსური საკითხების პროფესორებმა ანტუანეტ სქოარმა MIT Sloan-ის მენეჯმენტის და იგორ მაკაროვმა ლონდონის ეკონომიკის სკოლებში ჩაატარეს, მიზნად ისახავს იმის დემონსტრირებას, რომ ბიტკოინი არ არის ისეთი დეცენტრალიზებული, როგორც ეს საზოგადოებას ჰგონია.

„მიუხედავად იმისა, რომ 14 წელია არსებობს და ამ კრიპტოვალუტის პოპულარობა სულ უფრო და უფრო იზრდება ეს მაინც ძალიან კონცენტრირებული ეკოსისტემაა“, – აღნიშნა ანტუანეტ სქოარმა.

The Wall Street Journal-ის თანახმად კი, ტოპ მფლობელები აკონტროლებენ ბიტკოინის უფრო დიდ წილს, ვიდრე უმდიდრესი ამერიკული ოჯახები ტრადიციულ ვალუტას, დოლარს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი