ჩინეთის პოლიციამ კრიპტოვალუტის თაღლითობის სქემა გამოამჟღავნა

0
935

“კრიპტო დარბევები” პეკინში ახალი წესების შემოღების შემდეგაც გაგრძელდა. ჩინეთის პოლიციამ თითქმის 6 მილიონი იუანის (1 მილიონი დოლარი) ღირებულების ციფრული ვალუტა გაყინა და რვა ადამიანი დააკავა.

Nikkei Asia-ის ინფორმაციის თანახმად, ჩიჟოუს საზოგადოებრივი უსაფრთხოების ბიურომ აღმოაჩინა კრიპტოვალუტის თაღლითობის სქემა.

პოლიციამ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ინვესტორმა გასული წლის ივნისში დაკარგა 590 000 იუანის ღირებულების კრიპტოვალუტა. გამოძიების კვალი სხვადასხვა პროვინციაში მცხოვრებ რვა ადამიანს დაუკავშირდა.

მიუხედავად იმისა, რომ ინვესტორების მიერ განხორცირციელებული კრიპტო ინვესტიციები სხვადასხვა საშუალებით უკვე გათეთრებული იყო პოლიციამ ბრალდებულებს ძვირადღირებული მანქანები, ვილები და სხვა ძვირფასი ნივთები მინც ჩამოართვა, რომლებიც, სავარაუდოდ, მოპარული ფულით იყო შეძენილი.

„პოლიციის მიერ გამოძიების და ანალიზის შემდეგ დადგინდა, რომ ეს შემთხვევა ციფრული ვალუტის უკანონო მოპოვების ტიპიური შემთხვევა იყო”,- აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი