კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
1688

ამ კვირაში კრიპტოვალუტების ფასებმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადეს. ბოლო მონაცემების თანახმად, თითქმის ყველა ციფრული ვალუტის კურსი იზრდება.

ბიტკოინი

ბიტკოინის ფასმა ბოლო სამი დღის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. თუკი კრიპტოვალუტის კურსმა ამ ტემპით ზრდა განაგრძო მოსალოდნელი დონე 4.000 დოლარი იქნება.

თუკი კრიპტოვალუტის კურსი გაიზარდა შესაძლოა, რომ 4.255 დოლარის დონე დაიკავოს. ამის შემდეგ კი მომდევნო სამიზნე ფასი 5.273 დოლარი იქნება.

მაგრამ თუ ბიტკოინის ფასი ვერ გადალახავს 4.255 დოლირს ზღვარს მაშინ მოსალოდნელია, რომ ფასი 3.355 დოლარამდე შემცირდეს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის კლების შემთხვევაში 3.236 დოლარზე შეაჩერონ ვაჭრობა. ხოლო, როგორც კი კრიპტოვალუტის ფასის ნიშნული 4.255 დოლარის ზღვარს მიუახლოვდება მაშინ ტრეიდერებს შეუძლიათ თავისუფლად ივაჭრონ.

ეთერიუმი

ეთერიუმის ფასი უკვე ორი დღეა 140 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. თუკი კრიპტოვალუტის კურსი გაიზრდება და ის 144 დოლარს მიაღწევს ეს ფასის მატების პირველი ნიშანი იქნება. ამის შემდეგ მომდევნო სამიზნე ფასი 167 დოლარი იქნება.

თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსი დაეცა მოსალოდნელი დონე 116 დოლარია.

აქედან გამომდინარე, ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ 125 დოლარზე შეაჩერონ ვაჭრობა.

რიპლი

ბოლო ორი დღის განმავლობაში რიპლის კურსი 0.28-სა და 0.33 დოლარს შორის მერყეობდა. თუკი კრიპტოვალუტის ფასი 0.29 დოლარის ზღვარს ჩამოსცდება მოსალოდნელი დონე 0.24 დოლარი იქნება.

ფასის ზრდის შემთხვევაში კი რიპლის კურსს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ 0.33 დოლარის ნიშნული სტაბილურად დაიკავოს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ 0.28 დოლარზე შეწყვიტონ ვაჭრობა.

ლაიტკოინი

ლაიტკოინის ფასმა 56 დოლარის ზღვარი გადალახა. ამის შემდეგ ალტკოინის სამიზნე კურსი 61 დოლარია.

10 მარტის მონაცემებით, კრიპტოვალუტის კურსი 57 დოლარს შეადგენს.

თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ლაიტკოინის ფასი შემცირდა ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ 50 დოლარზე შეწყვიტონ ვაჭრობა.

ბიტკოინ Cash-ი

ბიტკოინ Cash-მა 4 მარტის შემდეგ ვერ შეძლო და 140 დოლარის ნიშნულს ვერ მიაღწია. ამჟამად, კრიპტოვალუტა ცდილობს, რომ 130 დოლარის ფარგლებში იმოძრაოს.

თუკი ალტკოინის ფასი 120 დოლარზე დაბლა აღმოჩნდა შესაძლოა, ბიტკოინ Cash-ის კურსი 105 დოლარამდე შემცირდეს.

თუმცა ანალიტიკოსების პოზიტიური პროგნოზის შემთხვევაში ფასმა შესაძლოა, 140 დოლარს გადააჭარბოს და 157-სა და 163 დოლარს შორის იმოძრაოს.

ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ 116 დოლარზე შეწყვიტონ ვაჭრობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი