ჩინეთის ცენტრალური ბანკი ბიომეტრიულ აპარატურულ საფულეს ციფრული იუანის გადახდებისათვის ამოწმებს

0
1201

ჩინეთის ციფრული იუანის ტესტირება რამდენიმე ქალაქში განაგრძობს აქტიურ მოკვლევას გარკვეული ფინანსური ინსტიტუტის ხელმძღვანელობით, რომელიც პასუხისმგებელია ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის აპარატული საფულეების განვითარებაზე.

საინფორმაციო სააგენტო Xinhua–ს ცნობით, ჩინეთის შემნახველმა ბანკმა პროექტისთვის ბიომეტრიული აპარატული საფულე შექმნა.

ბიომეტრიული ტექნიკის საფულე მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, მარტივად, თითის ანაბეჭდის დახმარებით გადაამოწმონ საკუთარი ანგარიშები. სტაბილკოინის კვლევებში მონაწილე მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ ბარათის გამოყენება ჯანდაცვის სერვისებზე წვდომისთვის.

ჩინეთის შემნახველმა ბანკმა განაცხადა, რომ ბიომეტრიული ტექნიკის საფულე, რომელიც ჯერ კიდევ ტესტირების ეტაპზეა, შექმნილია იმისათვის, რომ მოხდეს მოხუცებისათვის ჯანდაცვის სისტემების გამოყენება მარტივად, სმარტფონების გარეშე.

”ამ ბარათის საშუალებით ბევრად უფრო მოსახერხებელია საზოგადოებრივ ადგილებში შესვლა და გასვლა. ასევე შეგიძლიათ გადაიხადოთ მხოლოდ ერთი შეხებით. ეს განსაკუთრებით კომფორტულია ხანდაზმულებისთვის, რომლებსაც სმარტფონების გამოყენება უჭირთ”,-აღნიშნულია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე მუნიციპალურმა ორგანომ აღნიშნული ტექნიკა უკვე გამოიყენა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი