ჩინეთის ცენტრალური ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი: ციფრული ვალუტა ნაღდ ფულს შეცვლის

0
1293

ჩინეთის ცენტრალური ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ ციფრული ვალუტა ნაღდი ფულის შემცვლელი შეიძლება გახდეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ვანგ იონგლი იყო ის პიროვნება, ვინც ბანკს ციფრული ვალუტის შექმნისკენ უბიძგა.

ივლისის დასაწყისში ცენტრალური ბანკის სოციალური საბჭოს ფონდის ყოფილმა ვიცე-თავმჯდომარემ, ვანგ ზონგმაინმა მედიასთან ციფრული ვალუტის შესახებ ისაუბრა.

ჩინეთის სახალხო ბანკის ყოფილმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ციფრული ვალუტის შემუშავება ბანკმა უკვე დაასრულა.

ვანგ ზონგმაინმა ეს განცხადება Fintech ონლაინ ფორუმის დროს გააკეთა.

ციფრულ სექტორში არსებობს მრავალი სახის კრიპტოვალუტა. ამ ეტაპზე ჩინეთი ცდილობს, რომ შექმნას საგადასახადო ინფრასტრუქტურა, სადაც არსებულ ვალუტებს ცენტრალური ბანკის მიერ გამოცემული ციფრული ვალუტა კონკურენციას გაუწევს.

ვანგ ზონგმაინის თქმით, ასეთი სისტემა ციფრულ სავალუტო სივრცეში ჯანსაღი კონკურენციისა და თანამშრომლობისთვის აუცილებელ გარემოს შექმნის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი