კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
1708

ამ კვირაში კრიპტოვალუტის ბაზარი საგრძნობლად გაზრდილია.

ბიტკოინი

15 მაისს ბიტკოინის ფასი 8.205 დოლარამდე გაიზარდა. სამი დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასი 8.000 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. ანალიტიკოსები იმედოვნებდნენ, რომ ბიტკოინის კურსი ამ პოზიციას შეინარჩუნებდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა და ფასი 7.271 დოლარამდე ჩამოვიდა.

ექსპერტების თქმით, თუკი ბიტკოინის ფასი 8.500 დოლარის ზღვარს დასძლევს მოსალოდნელი დონე 10.000 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ბიტკოინის ფასის ზრდას დაელოდონ და შემდეგ დაიწყონ ვაჭრობა.

ეთერიუმი

წინა კვირის განმავლობაში ეთერიუმის ყველაზე მაღალი ფასი 247 დოლარზე დაფიქსირდა. თუკი ალტკოინი 256 დოლარის ზღვარს დასძლევს მოსალოდნელი დონე 300 დოლარი იქნება.

ეთერიუმის ფასი შემცირდება, თუკი კურსი 225 დოლარამდე დაეცემა. ასეთ დროს ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ 200 დოლარზე შეწყვიტონ ვაჭრობა.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ კურსის მატებას დაელოდონ.

რიპლი

15 და 16 მაისს რიპლის ფასი 0.45 დოლარამდე გაიზარდა, თუმცა ალტკოინმა ამ პოზიციის შენარჩუნება ვერ მოახერხა.

რიპლის 0.33 დოლარზე აქვს მხარდაჭერა. თუკი რიპლის ფასი 0.45 დოლარს მიაღწევს მომდევნო სამიზნე ფასი 0.60 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ თუკი ალტკოინის კურსი სამი დღის განმავლობაში 0.36 დოლარის დონეს შეინარჩუნებს მაშინ დაიწყონ ვაჭრობა.

ამის მიუხედავად, რიპლის კურსის კლებაც მოსალოდნელია. ასეთ დროს შესაძლოა ფასი 0.28 დოლარამდე დაეცეს.

ბიტკოინ Cash-ი

კვირის განმავლობაში ბიტკოინ Cash-ის ფასმა 15 მაისს მიაღწია უმაღლეს დონეს, როდესაც ალტკოინის ფასი 402 დოლარზე დაფიქსირდა.

ანალიტიკოსები ბიტკოინ Cash-თან დაკავშირებით ცალსახა პროგნოზს ვერ აკეთებენ, რადგან არსებობს, როგორც ფასის კლების ისე მატების შესაძლებლობაც.

ამ ეტაპზე ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის მკვეთრ ზრდას დაელოდონ და შემდეგ განახორციელონ ინვესტიცია.

ლაიტკოინი

ლაიტკოინმა 91 დოლარის ზღვარი გადალახა. ეს ცალსახად არის ფასის ზრდის ტენდენციის ნიშანი. 15 მაისს ალტკოინის ღირებულება 101 დოლარს შეადგენდა. ანალიტიკოსების პროგნოზით ლაიტკოინს აქვს შესაძლებლობა, რომ კურსი 107 დოლარამდე გაზარდოს.

თუმცა მიუხედავად პოზიტიური პროგნოზისა, კლების ტენდენციაც მოსალოდნელია, თუკი ალტკოინის ფასი შემცირდება ლაიტკოინის კურსი 84-სა და 76 დოლარს შორის იმერყევებს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ლაიტკოინის ფასის მატებას დაელოდონ და შემდეგ დაიწყონ ვაჭრობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი