მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანში დაფუძნებული კრიპტოვალუტის ბირჟა Bitisis ჩინელი ინვესტორების მოზიდვას ისახავდა მიზნად. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ბირჟა თაღლითური საქმიანობით იყო დაკავებული.
ამჟამად ჩინეთის პოლიცია ბირჟის საქმეს იძიებს. უნდა აღინიშნოს, რომ პლატფორმაზე ოპერაციები მოულოდნელად შეჩერდა და მომხმარებლებს საკუთარ საფულეებზე წვდომის უფლება შეუჩერდათ.
რამდენიმე კვირის წინ მედიის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთში კრიპტოვალუტის მოვაჭრეების დაახლოებით 4,000 საბანკო ანგარიში სამართალდამცავებმა გაყინეს.
8BTC-ს ცნობით, პროვინცია გუანდგდონგში პოლიციამ ათასობით საბანკო ანგარიშები დროებით გაყინა. ანგარიშებზე წვდომის შეჩერება ნიშნავს, რომ გამოძიება დაწყებულია და ბრალის დადასტურების შემთხვევაში ანგარიშის მფლობელს თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
სამართალდამცავი უწყების მხირდან ასეთი მკაცრი ზომების მიღება ციფრული ვალუტის არალეგალურ საქმიანობაში გამოყენებას ეხება.
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთში ბოლო დროს კრიპტოვალუტის გამოყენებით ფულის გათეთრების შემთხვევებმა და არალეგალურმა მაინინგის ფაქტებმა მოიმატა.