ჩინეთის სახალხო ბანკის სოციალური მედიის ანგარიში მოქალაქეებს ფულადი სახსრების არალეგალური სქემების შესახებ აფრთხილებს. საქმე ეხება უკანონო საქმიანობისთვის კრიპტოვალუტისა და Blockchain ტექნილოგიის გამოყენებას.
ამ საკითხთან დაკავშირებით ჩინეთის სახალხო ბანკის შანხაიის ფილიალმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც მოცემულია ფინანსური თაღლითობის ნიშნები. სტატიაში ცალკე თავი ციფრული ვალუტისა და Blockchain ტექნოლოგიის თაღლითურ სქემებში გამოყენებას ეთმობა.
სტატიაში ასევე არის ბანკის რეკომენდაციაც მოცემული, თუ როგორ შეიძლება მომხმარებელმა თავი აარიდოს ფინანსურ თაღლითობას.
მაისის დასაწყისში მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიუ–იორკში დაფუძნებული Blockchain კომპანია Chainalysis–ი თაღლითური სქემის გამოსავლენ სისტემას ქმნიდა.
კომპანიის ახალი წამოწყება კრიპტოვალუტის დანაშაულის ანალიზს ეხებოდა.
4 მაისს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, კომაპნიის ახალი სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ გაირკვევს და გამომჟღავნდეს დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობა და დადგინდეს უკანონო ოპერაციების მექანიზმები.
Chainalysis-ის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანიის წამოწყებას მხარს უჭერდა მარეგულირებელი ორგანოები, კიბერუსაფრთხოების კომპანიები და სამართალდამცავი უწყებები.