იაპონიის მარეგულირებელმა კრიპტოვალუტის ბირჟების შემოწმება დაასრულა

0
2589

იაპონიის ფინანსურმა სამსახურმა, ფინანსური მომსახურების სააგენტომ გამოაქვეყნა კრიპტოვალუტის ბირჟების შემოწმების შედეგები.

დასკვნის საფუძველზე, მარეგულირებელმა გადაწყვიტა უფრო მკაცრი ზედამხედველობა განახორიციელოს ახალი განაცხადების შემომტან ბირჟებზე, რომელთაც ლიცენზიის მიღება სურთ.

ახლად დარეგისტრირებული ბირჟები საწყის სტადიაზე გაივლიან ადგილზე შემოწმებას, რის შემდეგაც სააგენტო შეისწავლოს მათი ბიზნეს მოდელების ეფექტურობა.

სააგენტოს ცნობით, ამჟამად ასობით კომპანია ელოდება მის დასკვნას.

მარეგულირებლის მიერ ბირჟების შემოწმებით დადგინდა, რომ სავალუტო ოპერატორებმა თავიანთი შიდა კონტროლის სისტემები ვერ შეინარჩუნეს და ასევე ვერ მოახერხეს ტრანზაქციების მოცულობის ზრდა.

ყოვლისმომცველი დოკუმენტი განსაზღვრავს პრობლემების ფართო სპექტრს ბირჟებზე, რაც მოიცავს ბიზნეს მოდელების, რისკების მართვისა და შესაბამისობის, შიდა აუდიტისა და კორპორატიული მმართველობის მასშტაბით ყველაფერს.

სააგენტომ შეშფოთება გამოთქვა ბირჟებზე არასაკმარისი ფულის გათეთრების წინააღმდეგ არსებული საშუალებების გამო.

ადგილობრივი საინფორმაციო მედია საშუალება Nikkei იტყობინება, რომ ინავარში Coincheck-ზე ჰაკერების თავდასხმის გამო, საიდანაც 532 მილიონი დოლარი მოიპარეს შეჩერებული იყო ბირჟების რეგისტრაცია. მარეგულირებლის დასკვნის დადების შემდეგ კი ახალი ბირჟების რეგისტრაციის პროცესი ეტაპობრივად არის დაწყებული.

იაპონიის მარეგულირებელმა განაცხადა, რომ აუცილებელია სარეგისტრაციო პროცედურების განხილვა. როგორც ფინანსური მომსახურების სააგენტო აცხადებს, ინვესტორთა დაცვის საკითხი კვლავ პრიორიტეტად რჩება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი