აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემა აგრძელებს რეალურ დროში გადახდის პროექტის, “FedNow-ის”, სერვისის განხილვას, რომელიც Blockchain იფრასტრუქტურაზე იქნება დაშენებული.
Fed-მა ოფიციალურად გამოუშვა FedNow Service Provider Showcase-ი, რომლის მიზანია ფინანსურ ინსტიტუტებსა და მომხმარებლებს მიაწოდოს მთელი რიგი სერვისები, რათა მათ FedNow Service-ის განხორციელებაში დაეხმაროს. სერვისი 2023 წელს ამოქმედდება.
არსებული პროგრამა უკვე მოიცავს 70-ზე მეტ პროფილსა და სერვისის პროვაიდერს, რომლებიც მხარს უჭერენ მყისიერ გადახდებს. მათ შორის არის Cypherium-ი, ნიუ-იორკში დაფუძნებული Blockchain კომპანია, რომელიც მყისიერი გადახდის გადაწყვეტილებებზე არის ორიენტირებული.
საუბარია Blockchain თავსებადობასა და ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტაზეც.
პლატფორმა ცნობილია იმით, რომ ჩართულია ჩინურ Blockchain პროექტებში, მათ შორის ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის Suzhou City Municipal-თან თანამშრომლობს.
FedNow-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნიკ სტანესკუმ აღნიშნა, რომ Cypherium-ის მონაწილეობა პროექტში დაეხმარება ორგანიზაციებს გამოავლინონ და დაუკავშირდნენ პარტნიორებს, რომლებიც მათ დასჭირდებათ, რათა შექმნან ბაზრის მოთხოვნადი გადაწყვეტილებები.