იაპონიის მარეგულირებელმა ერთ-ერთ ბირჟას ლიცენზიაზე უარი უთხრა

0
1812

იაპონიის საფინანსო მომსახურების სააგენტომ კრიპტოვალუტის ბირჟას ლიცენზიაზე უარი უთხრა.

ამის შესახებ ინფორმაციას Nikkei Asian Review ავრცელებს.

FSHO-ს რეგისტრაციაზე უარი ერთქვა, რადგან ამ წლის გაზაფხულზე ბირჟა ორჯერ გახდა მომსახურების სააგენტოს შეშფოთების მიზეზი. მთავარი სადაო საკითხი იყო ის, რომ ბირჟა მომხმარებლის იდენტიფიკაციას არ ახდენდა.

კრიპტოვალუტის ინდუსტრიის ისტორიაში გარდა Coincheck-ისა, FSHO მეორე ბირჟაა, რომელმაც მარეგულირებლისგან ზედიზედ ორი შენიშვნა მიიღო.

უნდა აღინიშნოს, რომ მარეგულირებლის მხრიდან გადადგმული მსგავსი ნაბიჯები იაპონიაში ბირჟების მეტ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.

2017 წლის აპრილის შემდეგ, იაპონიის საგადასახადო მომსახურების დოკუმენტი ყველა კრიპტოვალუტის ბირჟისგან ითხოვდა რეგისტრაციის გავლას, რათა ბირჟებს მარეგულირებლისგან ლიცენზია მიეღოთ. ლიცენზიის მიღება ბირჟებს ლეგალურად მუშაობის საშუალებას აძლევდა.

შეგახსენებთ, რომ მაისის თვეში, მარეგულირებელმა კიდევ უფრო გაამკაცრა ლიცენზიის მიღების პირობები. ამასთანავე, საფინანსო მომსახურეობის სააგენტომ ხაზი გაუსვა ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაში მომხმარებელთა იდენთიფიკაციის მექანიზმის მნიშვნელობას.

ასევე აიკრძალა ანონიმურობაზე ორიენტირებული ალტკოინებით დეშითა და მონეროთი ვაჭრობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი