ჩილეს ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი მარიო მარსელი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კრიპტოვალუტის რისკები უნდა შემოწმდეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო გამოშვებები El Economista ავრცელებს.
ჩილეში კრიპტოვალუტა ფულის ან ფასიანი ქაღალდების სახეობად არ მიიჩნევა, მაგრამ, ამასთანავე, არ არსებობს კანონები, რომლებიც ხელს შეუშლის მოქალაქებს, რომ მომსახურეობის მისაღებად კრიპტოვალუტით გადაიხადონ.
ფინანსური კომისიის ფორუმის დროს, მარსელმა განაცხადა, რომ რეგულირება საშუალებას მისცემს მონაწილეებს იყვნენ რეგისტირებულები და საჭიროების შემთხვევაში რისკების შესახებ ინფორმირებული იყოს მარეგულირებელიც.
“ეს საქმიანობა შეიძლება განვითარდეს უფრო მტკიცე სტანდარტებსა და მექანიზმებში, განსაკუთრებით საბაზრო გამჭვირვალობის, მომხმარებელთა დაცვისა და ფულის გათეთრებისა და ტერორისტული დაფინანსების პრევენციის თვალსაზრისით.”,- აღნიშნა მარსელმა.
შეგახსენებთ, რომ მარტის ბოლოს, კრიპტოვალუტის ბირჟებმა Buda-მ და Crypto MKT-მა ჩილეს ბანკების ასოციაციას სთხოვა, რომ კრიპტოვალუტის ვაჭრობაზე მკაფიო პოზიცია დაეფიქსირებინა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ბირჟების ანგარიშები ჩილეს სხვადასხვა ბანკებში დაიხურა.