JPMorgan-ის თანათავმჯდომარე ეკონომიკის მომავალს კრიპტოვალუტაში ხედავს

0
2983

JPMorgan-ის თანათავმჯდომარემ, ჯერი პინტომ დაადასტურა, რომ კომპანია ბიტკოინის სფეროს შეისწავლის. მან ასევე განაცხადა, რომ მომავალში კრიპტოვალუტა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.

CNBC-სთან საუბრისას პინტომ განაცხადა, რომ JPMorgan- ს შეუძლია ბიტკოინის Futures-ით ვაჭრობა, მაგრამ ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

“ჩვენ ვსწავლობთ ამ სფეროს. ეჭვი არ მეპარება, რომ ამ გზით ან სხვა საშუალებით ეს ტექნოლოგია მომავალში გადამწყვეტ როლს შეასრულებს” – განაცხადა ჯერი პინტომ, როდესაც მას ბიტკოინის შესახებ ჰკითხეს.

მიუხედავად იმისა, რომ საკრედიტო ბარათით მომხმარებელს აღარ შეუძლია კრიპტოვალუტის შეძენა ერთ-ერთი აღმასრულებელი დირექტორი, ჯემი დაიმონი, რომელიც კრიპტოვალუტის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებით გამოირჩევა, განსხვავებლად საუბრობს ბიტკოინისა და Blockchain-ის მიერ მოტანილ სარგებელზე.

მიუხედავად ამისა, ჯერი პინტო ეკონომიკის მომავალს კრიპტოვალუტაში ხედავს. თუმცა, პინტო იქვე აღნიშნვას: “კრიპტოვალუტა არის რეალური შესაძლებლობა, თუმცა არა არსებული ფორმით.”

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი