9 მაისის ფასების მცირე მიმოხილვა

0
2056

9 მისს კრიპტოვალუტის ბაზრის რყევა დაფიქსირდა ანუ იყო ზრდის და კლების ტენდენციებიც. მას შემდეგ, რაც 5 მაისს ბიტკოინი ძალიან მიუახლოვდა 10.000 დოლარის ნიშნულს, ამას კვირის განმავლობაში ფასმა კვლავ დაიწია 9.000 დოლარის ნიშნულისკენ.

რაც შეეხება უშუალოდ კრიპტოვალუტებს: ბიტკოინმა და ეთერიუმმა ბოლო 24 საათის განმავლობაში მხოლოდ 2% დაკარგეს.

Coinmarketcap-ის მონაცემების თანახმად, ბიტკოინ Cash-მა ტოპ 10 კრიპტოვალუტას შორის მოახერხა და კურსის მაჩვენებელი უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში 6%-ით გაზარდა.

9 მაისის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინის ფასის მაჩვენებელი 9.300 ნიშნულს იკავებდა. ბიტკოინის გაყიდვა ამ დღეს დაახლოებით, 9.325 დოლარზე დაიხურა.

ეთერიუმიც დაახლოებით მიჰყვება ბიტკოინის ტენდენციებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 30 დღის განმავლობაში ეთერიუმის ფასი 90%-ით გაიზარდა და 9 მაისს მისი ღირებულება 756 დოლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ 10 მაისის Coinmarketcap-ის მონაცემების მიხედვით, კრიპტოვალუტების საბაზრო კაპიტალიზაცია 436 მილიარდ დოლარს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი