მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბიტკოინის აპარატების მწარმოებელმა კომპანიამ General Bytes-მა პრაღის მეტროში ბიტკოინის ბანკომატი განათავსა.
დღეიდან პრაღის მაცხოვრებლები მეტროთი გადაადგილების დროს შეძლებენ ციფრული აქტივების გადაცვლას ნაღდ ფულზე.
აღსანიშნავია, რომ პრაღის მეტრო ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული მეტროა, რომლითაც ყოველდღიურად 1.6 მილიონი ადამიანი მგზავრობს.
General Bytes-ის ბანკომატები პრაღის 10 მეტროსადგურზე არის დამონტაჟებული. გარდა ამისა, General Bytes-ი უზრუნველყოფს რუკაზე დეტალურ აღზერას, თუ სად, რომელ სადგურზეა განთავსებული კრიპტოვალუტის ბანკომატი.
როგორც ცნობილი გახდა, General Bytes-ს დიდი მოლოდინი აქვს, რომ პრაღის მაცხოვრებლები და სტუმრები აქტიურად გამოიყენებენ აპარატებს.
ბოლო პერიოდში პრაღა კრიპტოვალუტის ცენტრი საკმაოდ სწრაფად გახდა. ეს კი განაპირობა იმან, რომ ქვეყანაში კრიპტივალუტას საკმაო რაოდენობის ეთუზიასტები და გულშემატკივრები ჰყავს.
შეგახსენებთ, რომ ჩეხეთის მთავრობა შედარებით მეგობრულად არის განწყობილი კრიპტოვალუტის მიმართ. ქვეყანაში არ არსებობს კრიპტოვალიტის მარეგულირებელი სისტემა. ჯერჯერობით, ჩეხეთის რესპუბლიკა ციფრულ ვალუტას ხაზგასმულად ფულის სახეობად ან ქონებად არ განიხილავს.