აშშ-ში კიდევ ერთი კრიპტო თაღლითური სქემა გამომჟღავნდა

0
1167

აშშ-ს მარეგულირებელმა რამდენიმე ანგარიშის გაყინვის ბრძანება გასცა. როგორც გაირკვა, საქმე კრიპტოვალუტის გამოყენებით თაღლითობის ფაქტებს შეეხებოდა.

ასევე გაირკვა, რომ ანგარიშების მფლობელები ერთი ოჯახის წევრები იყვნენ. ძმებმა ინვესტორებისგან მილიონობით დოლარის მოპარვა შეძლეს.

მარეგულირებლის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ პენსილვანიაში მცხოვრები ძმების წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერი გაფორმდა და მათი ანგარიშები გაიყინა. ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, ძმები სხვადასხვა სახის კრიპტო თაღლითობის სქემას იყენებდნენ.

აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ ფინანსური დანაშაულების აღსრულების ქსელმა რამდენიმე ფედერალური სააგენტო დააჯილდოვა.

საქმე კრიპტოდანაშაულის გამოძიებას შეეხებოდა.

როგორც ცნობილი გახდა, ერთობლივი გამოძიებით თაღლითურ საქმიანობაში ეჭვმიტანილი ოპერატორების დადგენა მოხერხდა. ამის შემდეგ სამართალდამცავმა უწყებამ 22 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა დააყადაღა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადება, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის გავრცელების ფონზე მოსალოდნელი იყო კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული თაღლითური საქმიანობის რაოდენობის ზრდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი