ისრაელი ბიტკოინს საშემოსავლო გადასახადს დაუწესებს

0
1981

ისრაელის მთავრობამ დაადასტურა, რომ ბიტკოინსა და სხვა კრიპტოვალუტას საგადასახადო სისტემაზე მსჯელობს.

მთავრობის მესიჯები ადასტურებს, რომ საგადასახადო ორგანო კრიპტოვალუტას განიხილავს როგორც “ქონებას, არა როგორც ვალუტას”. უწყების პოზიცია ამ წლის იანვარში გამოქვეყნებულ პროექტში დეტალურადაა წარმოდგენილი.

კრიპტოვალუტის მოგება ექვემდებარება დაბეგვრას 20%-დან 25%-მდე. რაც შეეხებათ მაინერებს და კერძო ტრეიდერებს, ისინი ვალდებულნი არიან გადაიხადონ მოგების 17%.

კრიპტოვალუტის დაბეგვრა ახალ ამბავს არ წარმოადგენს. ჯერ კიდევ 2013 წლის დასაწყისში ისრაელის მთავრობამ ციფრული ვალუტის დაბეგვრა დაიწყო.

მიუხედავად ამისა, დღევანდელი განცხადებები სრულიად მოსალოდნელი იყო. იმის გათვალისწინებით, რომ მაღალ თანამდებობებს ისევ ის ადამინები იკავებენ, ვინც 2013 წელს კრიპტოვალუტას დაბეგვრას მხარი დაუჭირა. როგორც ჩანს, ამ ადამიანების გავლენა კრიპტოვალუტის ინდუსტრიაზე კვლავაც დიდია.

შეგახსენებთ, რომ იანვარში გამოქვეყნებული განცხადების შემდეგ, მთავრობის მხრიდან გაჟღერდა მოსაზრება ICO-ს დაბეგვრის შესახებ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი