შვეიცარიის მულტინაციონალური საინვესტიცო ბანკის თავმჯდომარის ალექს ვებერის განცხადებით, შვეიცარიის უმსხვილესი ბანკი კლიენტებს ბიტკოინითა და სხვა კრიპტოვალუტების ვაჭრობას არ შესთავაზებს.
თავმჯდომარის განცხადებით, ვირტუალური ვალუტა არის უაღრესად სპეკულაციური საინვესტიციო ხასიათის და უარეს შემთხვევაში კრიპტოვალუტა ხელს უწობს ტერორიზმის, ფულის გათეთრებისა და სხვა დანაშაულებრივი საქმიანობის დაფინანსებას.
ვებერი ასევე ფიქრობს, რომ კრიპტოვალუტას არ გააჩნია ვალუტის მახასიათებლები.
თუმცა, ვებერი აღიარებს, რომ ის ხედავს კრიპტოვალუტის ძირითად ტექნოლოგიებში არსებულ შესაძლებლობებს. ის გულისხმობს Blockchain-ს: “ძალიან მარტივია, უფრო სწრაფს და უსაფრთხოს ხდის პროცესს, რომელიც სასარგებლოა ყველა ჩვენგანისთვის: კლიენტისთვის, აქციონერისა ან ბანკისთვის.”
შეგახსენებთ, რომ ვებერის ეს განცხადება კრიპტოვალუტის შესახებ არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ის აკრიტიკებდა ტექნოლოგიას. გასულ წელს, მან ადგილობრივ მედია საშუალება, Neue Zürcher Zeitung am Sonntag-ს განუცხადა, რომ ბიტკოინი ფულის სახეობას არ წარმოადგენდა.
“იმის გამო, რომ ფული უნდა ასრულებდეს სამ ფუნქციას: ეს უნდა იყოს გადახდის საშუალება, როგორც ასეთი, თუმცა, ბიტკონი არ არის საყოველთაოდ მიღებული. მეორეც, ფული არის ღირებულების მაჩვენებელი, მაგრამ არ არსებობს ფასები, რომელიც ბიტკოინში აისახება. და მესამე, ეს უნდა იყოს მოსახერხებელი, როგორც შენახვის ღირებულება. ბიტკოინი არცერთ ამ პირობას არ ასრულებს ფასის არასტაბილურობიდან გამომდიანრე”,- განაცხადა ალექს ვებერმა Neue Zürcher Zeitung am Sonntag-თან ინტერვიუში.