ავსტრალიის მთავრობა ბიუჯეტიდან თანხას Blockchain ტექნოლოგიის შესასწავლად გამოჰყოფს

0
2395

ავსტრალიის მთავრობამ 700 მილიონი ავსტრალიური დოლარი ციფრული ტრანსფორმაციის სააგენტოსთვის გამოჰყო, რათა სააგენტომ შეისწავლოს Blockchain ტექნოლოგია შედგომში, სამთავრობო უწყებებში გამოყენებისთვის.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გარდა კერძო პირების ინვეტიციებისა ასევე იგეგმება 2018-2019 წლების ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფა.

2015 წელს დაარსებული სააგენტო, რომელიც ეხმარება მთავრობას პროექტთან დაკავშირებით ლიდერია საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სტრატეგიის შემუშავებაში.

“მთავრობა 2018-19 წლებში ციფრულ ტრანსფორმაციის სააგენტოს 700 მილიონ დოლარს მიანიჭებს იმ სფეროების შესასწავლად, სადაც Blockchain ტექნოლოგიას მაქსიმალურად შეუძლია შესთავაზოს სახელმწიფოს სხვადასხვა მომსახურება,” – ნათქვამია ბიუჯეტის დოკუმენტში.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ავსტრალიის მთავრობამ გამოაცხადა რესურსების მობილიზება Blockchain-ის შესასწავლად. 2017 წელს წამყვანმა კვლევითმა ჯგუფებმა ანგარიშები გამოაქვეყნეს, რომელიც Blockchain-ის შესაძლო გამოყენების შემთხვევებსა და რისკებს ეხებოდა.

შემდგომში მთავრობამ ანგარიშებზე დაყრდნობით, Blockchain ტექნოლოგიის შესახებ ციფრული ეკონომიკის ინიციატივის საკონსულტაციო დოკუმენტში გააკეთა ჩანაწერი.

შეგხენებთ, რომ 2017 წლის ბოლოს მთავრობამ გამოაცხადა თავისი გეგმების შესახებ, რომ 8 მილიონ ავსტრალიურ დოლარს, რომელიც დაახლოებით, არის 5.9 მილიონი აშშ დოლარი, დახარჯავდა Blockchain-ზე დაფუძნებული “ჭკვიანი კომუნალური მომსახურეობის” პილოტის პროექტზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი