ფედერალური სადეპოზიტო სადაზღვევო კორპორაციის ყოფილმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კრიპტოვალუტა არ უნდა აიკრძალოს. კორპორაცია წარმოადგენს ფედერალურ სამთავრობო სააგენტოს, რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშების დაზღვევას კომერციულ და შემნახველ ბანკებში.
შეილა ბეარი აღნიშნავს, რომ ბიტკოინსა და სხვა კრიპტოვალუტებს არ გააჩნიათ ისეთი ღირებულება, როგორიც დოლარს აქვს.
მიუხედავად ამისა: “მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ავკრძალოთ “,- აცხადებს ბეარი.
შეილა ბეარის კომენტარები, რომელიც 2006-2011 წლებში აღნიშნულ კორპორაციას ხელმძღვანელობდა, მუდმივად აპელირებდა კრიპტო-რაგულაციების სხვადასხვა გზებზე. თუმცა, დღეს, Blockchain startup Paxos-ს დირექტორთა საბჭოს წევრია.
შეილა ბეარს არასოდეს უთქვამს, რომ სახელმწიფოს მთლინად პრაქტიკული მიდგომა უნდა ჰქონდეს ციფრული ვალუტის მიმართ. ის ყოველთვის აღნიშნავდა, რომ კრიპტოვალუტა გარკვეული სარგებლის მომტანი უნდა იყოს და თაღლითობისა და უკანონო საქმიანობისათვის არ უნდა იყოს გამოყენებული.
თუმცაღა, როგორც ჩანს, ბეარი მაინც სკეპტიკურად არის განწყობილი ციფრული ვალუტის მიმართ. ერთ-ერთ ინტერვიუში მან პოტენციურ ინვესტორებს უთხრა: “არ განახორციელოთ კაპიტალდაბანდება ბიტკოინში, რათა არ დაკარგოთ ფული”.