ჰესტერ პირსი: ამერიკა ჩინეთის ციფრულ ინოვაციებს უკეთ უნდა გაეცნოს

0
1438

“აშშ ჩინეთის ციფრულ ინოვაციებს უკეთ უნდა გაეცნოს”,- განაცხადა აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის ხელმძღვანელმა. ჰესტერ პირსის საუბარი ჩინეთის ცენტრალური ბანკის მიერ ციფრული ვალუტის შექმნას შეეხება.

გასული წლის შემოდგომაზე, კონგრესში მარკ ცუკერბერგის გამოსვლის დროს Facebook-ის კრიპტო პროექტი დადებითად შეფასდა, როგორც ამერიკული ციფრული ინოვაცია.

ამის ფონზე კი ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა საკუთარი ციფრული ვალუტის შექმნა დაანონსა.

”გაეცანით რას აკეთებენ სხვა ქვეყნები და ისარგებლეთ მხოლოდ იმით, რაც კარგია”,- აღნიშნა მედიასთან საუბრუს დროს ჰესტერ პირსმა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის სექტემბერში გავრცელდა Circle–ის გენერალური დირექტორის, ჯერემი ელაიერის განცხადება. მისი აზრით, ჩინეთის მთავრობის ბრძანება ცენტრალური ბანკის მიერ ციფრული ვალუტის გამოშვების შესახებ სახელმწიფოს მხრიდან პროგრესული ნაბიჯი იყო.

ჯერემი ელაიერმა აღნიშნა, რომ ჩინეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობას სხვა ბანკებისგან განსხვავებით ყველაზე პროგრესული იდეები აქვს.

მისი თქმით, ჩინეთის სახალხო ბანკი ერთადერთი გლობალური ცენტრალური ბანკია, რომელიც ციფრული ვალუტის გამოშვებაზე მუშაობდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი