ფრენკ ჰოლმსი: ბიტკოინისა და ეთერიუმის კურსი გაიზრდება

0
1072

აშშ-ს გლობალური ინვესტირების აღმასრულებელი დირექტორი, ფრენკ ჰოლმსი მიიჩნევს, რომ ბიტკოინისა და ეთერიუმის კურსი შესაძლოა, მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

მისი აზრით, 2021 წელს ბიტკოინის ფასი 80,000 დოლარი იქნება. ეთერიუმის კურსის მაჩვენებელი კი 3.000 დოლარამდე აიწევს.

თუმცა ანალიტიკოსი იმასაც პროგნოზირებს, რომ ფასის დაცემის შემდეგ ბიტკოინი შესაძლოა, 20.000, ხოლო ეთერიუმი 500 დოლარზე აღმოჩნდეს.

“თუ ბიტკოინი 100 000-იან ნიშნულს მიაღწევს, მაშინ მომდევნო დონე უკვე 400.000 დოლარი იქნება”, -აღნიშნა ფრენკ ჰოლმსმა.

აღსანიშნავია, რომ ამავე მოსაზრებას იზიარებს დენ მორჰედი. Pantera Capital-ის აღმასრულებელი დირექტორის აზრით, 2021 წელს ბიტკოინის კურსის ნიშნული 500.000 დოლარამდე გაიზრდება.

ჯერ კიდევ 2018 წელს Pantera Capital-ის წარმომადგენელმა Bloomberg-თან საუბრის დროს აღნიშნა, რომ 2020 წლიდან ციფრული ვალუტის ბაზარი 10-ჯერ გაიზრდებოდა.

ზოგიერთ ანალიტიკოსს, მაგალითად, დენ ჰელდის, კი სჯერა რომ ბიტკოინის ფასი 1 000 000 დოლარამდე აიწევს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი