სამხრეთ კორეამ კრიპტო ინდუსტრიის შესახებ ახალი კანონი მიიღო

0
1290

5 მარტს, სამხრეთ კორეის ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო შესწორებული კანონპროექტი სპეციალური ფინანსური გარიგებისა და ინფორმაციის გამოყენების შესახებ, სადაც ყურადღება გამახვილდა კრიპტოვალუტით ვაჭრობის უსაფრთხოების სისტემის შემოღებაზე.

შესაბამისად, ბირჟები ვალდებულნი იქნებიან დაემორჩილონ მარეგულირებლის მოთხოვნებს. მარეგულირებლის ძირითადი მოთხოვნა კი არის, რომ ტრანზაქციების ლეგალურობა შემოწმებადი იყოს.

ამ ეტაპზე როგორც ცნობილია კანონის დარღვევა 5 წლამდე პატიმრობით ან 42,000 აშშ დოლარის ჯარიმით ისჯება.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2019 წლის ოქტომბერში ადგილობრივი ციფრული ვალუტის ბირჟების თითქმის 97%-ი გაკოტრების საფრთხის წინაშე იდგა.

ზუსტად ამიტომ პოლიტიკოსებმა და მარეგულირებელმა ორგანოებმა რეგულაციის ახალი სისტემის შემუშავება დაიწყეს.

ანალიტიკოსები იმედოვნებდნენ, რომ ახალი სისტემა გარკვეულ სიცხადეს შეიტანდა ამ რთულ ვითარებაში. მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ კრიპტო ბირჟების გამართულად ფუნქციონირებას ხელს ბანკები უშლიდნენ.

”ბანკებს შეუძლიათ თავიანთი შეხედულებისამებრ დახურონ ანგარიშები. თუმცა შემდეგ რეალურ მიზეზებს ასახელებენ, ხოლმე. პირველ რიგში ეს კრიპტოვალუტის სტატუსს უკავშირდება.

ერთი მხრივ, ბანკები ციფრული ვალუტის ინდუსტრიასთან ურთიერთობის დროს ინოვაციას უჭერენ მხარს. თუმცა ხშირად ეს მხარდაჭერა მოკლევადიანი აღმოჩნდება, რადგან ციფრული ვალუტის მერყეობა, ბირჟებზე კიბერ შეტევა და არაღიარებული ვალუტის სტატუსი შეშფოთებას იწვევს საბანკო სფეროს წარმომადგენლებში”,- განაცხადა მედიასთან საუბრის დროს ინდუსტრიის ანალიტიკოსმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი